ნანა მჭედლიძე  

რეჟისორი, მსახიობი

დაიბადა ხონში 1926 წლის 20 მარტს. 

საქართველოს სახალხო არტისტი (1983). 

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის (1950 წელს) და სარეჟისორო (1957 წელს) ფაკულტეტები. სადიპლომო ნამუშევარი - კინონოველა ”ჩქარი მატარებელი” (1960). 1950-1954 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

ფილმოგრაფია

 ჩქარი მატარებელი (1960) - დამდგმელი რეჟისორი

 გზაში (1964) - დამდგმელი რეჟისორი

 აღმაფრენა (1964) - დამდგმელი რეჟისორი

 ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

 დიდედები და შვილიშვილები (1969) - დამდგმელი რეჟისორი
 

 გელა (1971) დამდგმელი რეჟისორი

 პირველი მერცხალი (1975) - დამდგმელი რეჟისორი

 
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (1976) - დამდგმელი რეჟისორი

 
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი

 იმერული ესკიზები (1979) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მსახიობი

 
მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981) - მსახიობი

 
დები წყვდიადში (1981) - მსახიობი (პონსია)

 გზის დასაწყისი  (1982) - მსახიობი

 
უკვდავების თეთრი ვარდი (1984) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი 

 სანამ წვიმა გადივლიდეს (1984) - მსახიობი

 ბატონი ავანტიურისტები  (1985) - მსახიობი (სესილია)

 
ჩეგემური დეტექტივი (1986) - მსახიობი 

 მოდი, ვილაპარაკოთ  (1986) - მსახიობი 

 პლიაჟის ყაჩაღი (1987) - დამდგმელი რეჟისორი

 
დანაშაული მოხდა (1988) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი 

 ჭა (1988) - მსახიობი 

 ლოლიტა (1991) -  მსახიობი (პელაგია)

ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ (1998) - მსახიობი (დარეჯანი) 

უსუი (2005)- მსახიობი


იხ. ბონდო გაგნიძე. ნანა მჭედლიძე - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1984 №12

     ნანა მჭედლიძე: „რაღაც სათქმელი ყველა ფილმში ვთქვი“- გაზეთი "TV პროგრამა"