გოდერძი ჩოხელი

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი

   . 2.10.1954,   დუშეთის რაიონის სოფ. ჩოხში - გ. 16.10.2007, თბილისში

     მთაში გაზრდილმა ყმაწვილმა პირველი ფილმი 15 წლის ასაკში ნახა და მაშინვე გადაწყვიტა რეჟისორობა, მაგრამ 1974 წელს თბილისში სასწავლებლად ჩამოსულმა საბუთები შეცდომით კინომცოდნეობის ფაკულტეტზე შეიტანა და მხოლოდ მესამე კურსზე გადავიდა სარეჟისორო ფაკულტეტზე, ლანა ღოღობერიძისა და ომარ გვასალიას სახელოსნოში, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.  მან ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოიჩინა თავისი საკურსო ფილმით "ადგილის დედა", რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე პრიზი დაიმსახურა.          გოდერძი ჩეოხელი ასევე ცნობილია, როგორც მწერალი; არის ავტორი წიგნებისა: ”წერილი ნაძვებს”, ”ბინდისფერი ხეობა”, ’ადამიანთა სევდა”, ”მგელი”, ”თევზის წერილები”, ”მღვდლის ცოდვა”, ”შემინახე დედაო მიწავ”, ”ბედი მდევარი”, ”ცასწასვლა”, ”ბალახის ცხოვრება”.


ფილმოგრაფია


ადგილის დედა (1976) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

მიწისმზომელები (1978) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

ბაკურხეველი ხევსური (1980) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

მეკვლე (1981) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

აღდგომა (1982) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

ქართველები ცაში (1984) - სცენარისტი

ადამიანთა სევდა (1984) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

წერილი ნაძვებს (1986) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

უცხო (1988) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

აღდგომის ბატკანი (1988) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

ცოდვის შვილები (1989) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

თეთრი დროშა (1989) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

სამოთხის გვრიტები (1997) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

ლუკას სახარება (1998) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

მიჯაჭვული რაინდები (1999) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

სიყვარულის ცეცხლი (2003) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

იხ. პაატა ნაცვლიშვილი. შიში მარტოხელა მთასვლელის გამო -ალმანახი ”კინო” 1984 (მეცამეტე გამოშვება)