მიხეილ ჭიაურელი

მსახიობი, რეჟისორი

 

 

6. 02. 1894 – 31. 10. 1974 ,  . თბილისი

     საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), ხუთგზის სტალინური სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1942, 1946, 1947, 1950). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, პროფესორი. არჩეული იყო ოთხი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. წლების მანძილზე იყო სახელმწიფო პრემიების მინიჭების საკავშირო კომიტეტის და მსოფლიოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი.

     დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი (1910), ფერწერისა და სკულპტურის სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით (1912). 1915 წლიდან მუშაობდა  თბილისის, ბათუმის და ქუთაისი თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი.

     1921 . თბილისში აარსებს სატირის თეატრს. 1922-1924 წლებში  მივლინებით მიემგზავრება გერმანიაში სკულპტურისა და ფერწერის შესასწავლად. დაბრუნების შემდეგ    “წითელი თეატრისადა მუშათა თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1925-1928).  შემდეგში დავით ძნელაძესთან ერთად აარსებს მუსიკალური კომედიის თეატრს, სადაც რამოდენიმე დადგმა განახორციელა.

    მისი პირველი როლი კინოში იყო არსენა ჯორჯიაშვილი ამავე სახელწოდების ფილმში (1921). ამის შემდეგ ხშირად იწვევენ კინოში როგორც მსახიობს: ოსმან-აღა ("სურამის ციხე", 1922), ეპიზოდური როლი ფილმში  "დაკარგული საუნჯე" (1924),   გარუნი ("ათასის ფასად", 1925), ჯონდო ("ნათელა", 1926), დიტო, ადამის ძმისწული ("ხანუმა", 1927). პარალელურად, როგორც მხატვარი, მუშაობს ფილმებზე "სურამის ციხე" (1922) და "სამანიშვილის დედინაცვალი" (1927).

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარია რევოლუციურ-ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ფილმიუკანასკნელ საათს” (1927), რომელიც სქემატურ სიუჟეტს ვერ გასცდა და რეჟისურაში ვარჯიშს უფრო წააგავდა.

    ისტორიულ-რევოლუციური თემატიკის დამუშავებას განაგრძობს მომდევნო, ეფიმ ძიგანთან ერთად გადაღებულ ფილმშიც "პირველი კორნეტი სტრეშნევი" (1928). ფილმი "საბა" (1929) გამოირჩევა სტილისტური ძიებებითაღსანიშნავია ლტოლვა ფოლკლორისკენ, ფიროსმანისეული კოლორიტი ორგანულად ერწყმის ნაწარმოების პლასტიკურ ქსოვილს. ფილმი "ხაბარდა" (1931, სცენარის ავტორი სერგეი ტრეტიაკოვთან ერთადგამოირჩევა რეჟისორული სითამამით და ფანტაზიით. რეჟისორი სატირისა და პამფლეტის იარაღს მიმართავს მათ წინააღმდეგ, ვინც, მისი აზრით, ჯიუტად ეწინააღმდეგება ახლის და პროგრესულის დანერგვასფილმში "უკანასკნელი მასკარადი" (1934, სცენარის ავტორი . ჭიაურელი) რეჟისორი ფართო მასშტაბურ ხაზებში გადმოგვცემს ახალი ისტორიის საკვანძო მოვლენებს, ისტორიული ამბები ნაჩვენებია და შეფასებულია დროის კონიუნქტურიდან გამომდინარე. უხვად არის გამოყენებული სატირული, გროტესკული, მეტაფორული ხერხები, სიმბოლიზაცია.

    ამის შემდეგ რეჟისორმა ჩაიფიქრა კინოსურათის გადაღება .ჯავახიშვილისარსენა მარაბდელის”  მიხედვით , მაგრამ საბოლოოდ ფილმი "არსენას" ხალხური ლექსის საფუძველზე იქნა გადაღებული (1937. სცენარის ავტორი აკაკი შანშიაშვილთან ერთადსსრკ სახელმწიფო პრემია, 1941). არსებული იდეოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად ფილმში უმთავრესი ხდება სახალხო აჯანყება, ხაზგასმით გამოკვეთილია ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის თემა. ფილმში დიდი ყურადღება ეთმობა ხალხურ ტიპებს და ეთნოგრაფიულ სინამდვილეს. არსენას მთავარი როლის შემსრულებლის, სპარტაკ ბაღაშვილის ტიპაჟმა, თამაშის უშუალო მანერამ, გულწრფელობამ ხალხის წარმოდგენაში არსებულ ხატთან თანხვედრა მოახდინა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ფილმის დიდი პოპულარობა.

     ამ პერიოდში .ჭიაურელი სტალინის ფავორიტი რეჟისორი ხდება. ერთმანეთის მიყოლებით იღებს ფილმებს:  "დიადი განთიადი" (1938. სცენარის ავტორი   გიორგი ცაგარელთან ერთად, სსრკ სახელმწიფო პრემია 1941), "გიორგი სააკაძე" (1942-1943, სსრკ სახელმწიფო პრემია – I სერია, 1943, II სერია, 1946), "ფიცი" (1946 . სცენარის ავტორი  . პავლენკო. 1946 . ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს მიენიჭა ოქროს მედალი), "ბერლინის დაცემა" (1949. სცენარის ავტორი . პავლენკოსთან ერთად. 1950 . კარლოვი ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი დაჯილდოვდა დიდი პრიზით, სსრკ სახელმწიფო პრემია – 1950), "დაუვიწყარი 1919 წელი" (1951, სცენარის ავტორი   . ვიშნევსკისა და . ფილამონოვთან ერთად,  1952 წლის კარლოვი ვარის VII საერთაშორისო ფესტივალზე ფილმი დაჯილდოვდა დიდი პრიზით). მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმები სხვადასხვა ეპოქებს ასახავდნენ, მათი მკვეთრად გამოხატული ეპიკური საწყისი და მონუმენტური სტილი მათ ერთ მხატვრულ ციკლად გააზრების საფუძველს იძლევა. ისინი ზედმიწევნით ზუსტად ასახავს დროის მოთხოვნებს, პარტიისა და საბჭოთა მთავრობის, კერძოდ კი, მისი ხელმძღვანელის პოლიტიკას და გემოვნებას. შემთხვევითი არ არის, რომ თითოეული მათგანი სახელმწიფო პრემიით აღინიშნა.

     შემოქმედების ბოლო პერიოდის ფილმებია: "ოთარაანთ ქვრივი" (1957, სცენარის ავტორი  აკაკი ბელიაშვილთან ერთად, 1958 წლის ვენეციის XIX საერთაშორისო კინოფესტივალის  დიპლომით), "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1960, სცენარის ავტორი . აგრანოვიჩსა და რევაზ ებრალიძესთან ერთად), "გენერალი და ზიზილები" (1964, სცენარის ავტორი  . ფილიმონოვსა და . შპანოვთან ერთად), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965, სცენარის ავტორი  ნოდარ წულეისკირთან ერთად).  ეს უკანასკნელიმხიარული კომედია, დასამახსოვრებელი, კოლორიტული სახეებითდღემდე უდიდესი წარმატებით სარგებლობს მაყურებელში.

    სიცოცხლის ბოლოს .ჭიაურელი მულტიპლიკაციით დაინტერესდა. ფილმებში "განთიადის მომღერალი" (1967, სცენარის ავტორი  ალექსანდრე მახარაძესთან ერთად), "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას" (1969, სცენარის ავტორი  . სვანიძესთან ერთად), “ქირურგი მამალი” (1970), "რწყილი და ჭიანჭველა" (1971, სცენარის ავტორები და რეჟისორები: . ჭიაურელი და . სვანიძე), “ქილა ერბო” (1972), "მოხერხებული კურდღელი" (1973, სცენარის ავტორები და რეჟისორები: . ჭიაურელი და . სვანიძემას შემოაქვს მასალის კინემატოგრაფიული დანახვის ელემენტები, სწრაფვა მასშტაბურობისკენ, მასობრივი სცენების ოსტატური  გათამაშების, განსხვავებული ხასიათების, სახეების შექმნის უნარი.

 

ფილმოგრაფია 

არსენა ჯორჯიაშვილი  (1921)-   მსახიობი (არსენა ჯორჯიაშვილი)

სურამის ციხე ( 1922) – მხატვარი, მსახიობი (ოსმან-აღა)

დაკარგული საუნჯე (1924) – მსახიობი

ათასის ფასად (1925) – მსახიობი (გარუნი)

ნათელა (1926)  –   მსახიობი (ჯონდო)

ხანუმა (1927) –  მსახიობი (დიტო, ადამის ძმისწული)

სამანიშვილის დედინაცვალი (1927) – მხატვარი

უკანასკნელ საათს (1927) –  რეჟისორი

პირველი კორნეტი სტრეშნევი (1928) – რეჟისორი

საბა (1929) – რეჟისორი

ხაბარდა (1931) – სცენარის ავტორი, რეჟისორი

უკანასკნელი მასკარადი (1934) –  სცენარის ავტორი,რეჟისორი

არსენა (1937) – სცენარის ავტორი, რეჟისორი

დიადი განთიადი (1938) –  სცენარის ავტორირეჟისორი

გიორგი სააკაძე (1942-1943)  – რეჟისორი

ფიცი (1946 )  –  რეჟისორი

Падение Берлина (ბერლინის დაცემა , 1949) –  სცენარის ავტორი , რეჟისორი  

Незабываемый 1919-й  (დაუვიწყარი 1919 წელი,1951) –  სცენარის ავტორი , რეჟისორი

ოთარაანთ ქვრივი (1957) –  სცენარის ავტორირეჟისორი

ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960)  –  სცენარის ავტორი , რეჟისორი გენერალი და ზიზილები (1964) –  სცენარის ავტორი, რეჟისორი

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)   – სცენარის ავტორი,    რეჟისორი

განთიადის მომღერალი  (ანიმაციური , 1967) –  სცენარის ავტორი, რეჟისორი 

როგორ მარხავდნენ თაგვები კატას  (ანიმაციური, 1969) –  სცენარის ავტორი, რეჟისორი

ქირურგი მამალი   (ანიმაციური, 1970) – რეჟისორი

რწყილი და ჭიანჭველა  (ანიმაციური, 1971) სცენარის ავტორი,   რეჟისორი

ქილა ერბო   (ანიმაციური, 1972) – რეჟისორი

მოხერხებული კურდღელი  (ანიმაციური, 1973) –  სცენარის  ავტორი,   რეჟისორი

 

 იხოლღა თაბუკაშვილი. ამადგარი ხელოვანი (მიხეილ ჭიაურელიდაბადების 80 წლისთავი).   ჟურნალისაბჭოთა ხელოვნება”, 1974, N4

     ლია ქიმერიძე . შემოქმედის დიდი გზა –  ალმანახიკინო”,  1985. N 1 (XV გამოშვება).

     ეთერ ოკუჯავა. დავით კაკაბაძისა და მიხეილ ჭიაურელის მხატვრული სამყაროალმანახიკინო”. 1990. N3 (ოცდამეთექვსმეტე გამოშვება)      

     Чахирьян  Г., Михаил  Чиаурели,       М ., Госкиноизда т ,    1939 

     Маневич   И.,  Михаил  Чиаурели,  М., Госкиноиздат, 1950