იოსები (სოსო) ლაღიძე 

მსახიობი 

 

21. 01. 1936, სამტრედია - 14.07.2018, თბილისი

 საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. 

    დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1959). ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახ. თეატრში, სადაც სსიცოცხლის ბოლომდე   აგრძელებდა შემოქმედებით მოღვაწეობას.

    სცენაზე შესრულებული   როლებიდან   აღსანიშნავია: ლაპჩენკო („ისინი შეხვდნენ ერთმანეთს“), ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), ლადო („ფიროსმანი“), გურამი („ზღვის შვილები“), თამაზი („გზა მშვიდობისა“), ჯიმ კარი („წვიმის გამყიდველი“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ჰემონი („ანტიგონე“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III”), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“), კვანტი - დაუდე („სალამურა“), თავადი  ფანტიაშვილი („მზის დაბნელება საქართველოში“).

    კინოდებიუტი შედგა ვალიკოს როლით ფილმში "საბუდარელი ჭაბუკი" (1957). 

 ფილმოგრაფია: 

 საბუდარელი ჭაბუკი (1957) -  მსახიობი (ვალიკო)

 სხვისი შვილები (1958) - მსახიობი (გურამი)

 წარსული ზაფხული (1959) - მსახიობი (ოთარი)

 ჯარისკაცის გული (1959, "მოსფილმი") - მსახიობი

 გლახის ნაამბობი  (1961) - მსახიობი (სანდრო) 

 ომარ ჯოხაძე (1963) -  მსახიობი

 ზღვის შვილები (1964) - მსახიობი (გურამი - უმცროსი)

 უცნობი ჯარისკაცები არ არსებობენ (1965, უკრაინა) -  მსახიობი (რიგითი მელიავა)

 ლონდრე (1966) - მსახიობი (გაბრიელი)

 ჯვარცმული კუნძული (1968) -  მსახიობი (ოტია) 

 მყუდრო სავანე (1971) -  მსახიობი (მერაბი)   

 თქვენი სახლის მისამართი (1972, უკრაინა) - მსახიობი (მიჩმანი ვანო)

 გადაღების ერთი დღე (1973) - მსახიობი

 ლევან ხიდაშელი (1973) - მსახიობი (ლევანის ამხანაგი)

 ბავშვები (1976) - მსახიობი

 ყვარყვარე    (1978) - მსახიობი (პავლე) 

 შესვენება (1978) - მსახიობი

 მარადისობის კანონი (1982) - მსახიობი (მერაბი)

 ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983)  - მსახიობი (გაიოზი) 

 მიახლოება (1989) - მსახიობი

 ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1990) - მსახიობი (მძღოლი)

 ლოლიტა (1991) - მსახიობი (მალანია, გამომძიებელი)

 ერთაწმინდა (1994)- მსახიობი

 მაგრამ რა მერე?! (1997) -   მსახიობი (დათიკო)

 კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003) - მსახიობი

 სერიალი "ცხელი ძაღლი" (2004) - მსახიობი (სოსო ეგაძე)

 ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრები (2007, იტალია) - მსახიობი

 დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი